ASPIRE logo Tempus logo

Welcome

ინდივიდუალური საჭიროების მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრირება (ASPIRE) ტემპუსის პროექტში, „ინდივიდუალური საჭიროების მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრირება“ (ASPIRE), რომლის კოორდინატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (თბილისი, საქართველო), ჩართულია 14 ორგანიზაცია – უმაღლესი განათლების დაწესებულებები, სასწავლო და არასამთავრობო ორგანიზაციები
საქართველოდან, სომხეთიდან, ირლანდიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან და სლოვაკეთიდან პროექტი მიზნად ისახავს სპეციალური საჭიროების მქონე ინდივიდების უფლებების გაძლიერებას განათლების ხელმისაწვდომობისა და ყოველდღიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის მიმართულებით. პროექტი ხელს უწყობს საზოგადოებაში ინდივიდუალური საჭიროების მქონე ადამიანების მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრას, რაც თანხვედრაშია ბოლონიის პროცესთან და გაეროს კონვენციასთან შეზღუდულ შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ.